FBI-ის განცხადება

ფლორიდის გუბერნატორი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდეს.

ბიურო ფლორიდის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ამერიკის გენერალურმა პროკურორმაც გააკრიტიკა. მისი არგუმენტით, ფედერალურ ბიუროს ყურადღება უნდა მიექცია სკოლაზე თავდასხმასა და 17 ადამიანის მკველობაში ეჭვმიტანილი ნიკოლას კრუზისთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენამდე გაცილებით ადრე სოციალურ ქსელში წერდა, რომ თავდასხმას აპირებს.

19 წლის კრუზი პარკლენდის სკოლიდან შარშან გარიცხეს. საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ აღიარა, რომ კრუზის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მის დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა.