საქართველოს მწერალთა სახლში პოეტ ზაზა ბიბილაშვილის ლექსების ახალი კრებულის “ფაზლის” პრეზენტაცია გაიმართა.
“ფაზლი” ზაზა ბიბილაშვილის მეხუთე წიგნი და მესამე პოეტური კრებულია, რომელიც ბოლო ათ წელიწადში შექმნილ ლექსებს აერთიანებს. კრებულში 50-მდე ლექსია შესული.
ავტორის განცხადებით, ლექსების თემატიკა სიყვარული, ურთიერთობები და სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებაა.