„ფაზლი“ - ზაზა ბიბილაშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაცია

საქართველოს მწერალთა სახლში პოეტ ზაზა ბიბილაშვილის ლექსების ახალი კრებულის “ფაზლის” პრეზენტაცია გაიმართა.

“ფაზლი” ზაზა ბიბილაშვილის მეხუთე წიგნი და მესამე პოეტური კრებულია, რომელიც ბოლო ათ წელიწადში შექმნილ ლექსებს აერთიანებს. კრებულში 50-მდე ლექსია შესული.

ავტორის განცხადებით,  ლექსების თემატიკა სიყვარული, ურთიერთობები და სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებაა.