ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა გორში

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღნიშნეს გორში.

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, ტრადიციულად კომუნისტური პარტიის, საზოგადოება „სტალინისა“ და საზოგადოება „მეგობრობა და სამართლიანობის“ წევრები სტალინის მემორიალურ სახლთან შეიკრიბნენ. დაწესებული რეგულაციების გამო, დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დიდების მიზეუმთან არ შეკრებილან.