ფაშიზმზე გამარჯვების დღე

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საომარი მოქმედებების მონაწილე 492 ვეტერანი ცხოვრობს. მათი ნაწილი დილიდან ვაკის პარკში შეიკრიბა და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ომის მძიმე დღეები გაიხსენა. სწორედ საქართველოა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს. ქვეყნიდან წასული 700 000 მეომრიდან ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა. ამ მომენტისთვის ომის მონაწილეები ყოველთვიურად პენსიასთან ერთად დანამატის სახით 180 ლარს იღებენ, სპეციალური პაკეტი მოქმედებს საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად და მედიკამენტების შესაძენადაც, თუმცა ვეტერანები ხელისუფლებისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვენ.