ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რეპორტაჟი პარიზიდან

პარიზში ყვითელჟილეტიანები სამართალდამცველების აკრძალვებს დაემორჩილნენ. ცოტა ხნის წინ მათ უკვე დაგეგმილი მანიფესტაცია გააუქმეს.

საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ზეიმობენ. სწორედ ამიტომ აუკრძალეს პარიზში მანიფესტანტებს საპროტესტო აქციის გამართვა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პარიზში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.