ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს გორში

12:08, 09.05.2025

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს გორში. ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შიდა ქართლის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ერთი ვეტერანია – 101 წლის შალვა გოჩიტაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

მსგავსი