ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა ფოთში
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა ფოთშიც. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 14 პირს, ფულადი თანხა გადაეცა.