80 წელი ისტორიული გამარჯვების მოპოვებიდან და თარიღი, რომლითაც მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო.
დღეს 9 მაისია – 1945 წელს გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტით მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ფაშიზმზე გამარჯვებას დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავენ. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა. დაცლილი ქალაქები და სოფლები და ასეულ ათასობით დაღუპული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული – ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ომის 57 მონაწილე ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უხუცესი 104 წლის ვეტერანია. ბოლო წლებში ყოველ 9 მაისს თბილისში მათი ტრადიციული შეკრების ადგილი კულტურისა და დასვენების პარკია, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს, მათ შორის გადამწყვეტი შეტაკებების დღეებს იხსენებენ და მილოცვებს იღებენ.
ომში მებრძოლთა ისტორიები დღეს გენო ოსიყმაშვილმა მოისმინა.