ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა.
მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან არტემ კოპალიანთან იმყოფებოდნენ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან ასევე 1000 ლარი გადაეცემა.