ფაშიზმზე გამარჯვების დღე

15:13, 09.05.2025

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოდან ომში დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან დაახლოებით ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დილიდან თბილისში, კიკვიძის პარკში ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მთავრობის წევრებმა და პოლიტიკოსებმა მიულოცეს.

მსგავსი