ფაშისტური დაჯგუფებების წევრების დაკავება
ცემა და წამება მიტოვებულ შენობებში და მძიმე ქმედებების ამსახველი კადრების საჯაროდ გამოქვეყნება – ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 16 ადამიანი, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების წევრებად აცხადებს. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. საქმეს 10 დაზარალებული ჰყავს. გამოძიება ამბობს, რომ დაჯგუფების მსხვერპლი ხდებოდა ყველა ის ადამიანი, რომლებიც წევრების ფაშისტურ იდეოლოგიასა და მოსაზრებებს არ იზიარებდნენ. წამებისთვის გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდი. დაზარალებულებს დამამცირებლად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ პლატფორმებზე ათავსებდნენ. ამავე რადიკალური დაჯგუფებების ორი ხელმძღვანელი თვეების წინ უკვე დააკავეს. საგამოძიებო მასალებში მტკიცებულებებს შორის მითითებულია ბრალდებულთა სახლებიდან ამოღებული ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები. დაზარალებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია.
„მოამბე“ დღეს იმ ადგილზე იმყოფებოდა, რომელიც დაჯგუფების წევრებს წამების ერთ-ერთ ლოკაციად ჰქონდათ შერჩეული.