ფაშინიანი გენშტაბის უფროსის გადაყენებას ითხოვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა,  ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ მიმართა და მისი თანამდებობიდან გადაყენების განკარგულების პროექტი ისევ გაუგზავნა. პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ განკარგულების პროექტი 27 თებერვალს ხელმოწერის გარეშე დააბრუნა. რესპუბლიკის პრეზიდენტი თუ არ შეასრულებს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ შესაბამისი აქტი ძალაში შევა.

მოამბე

დატოვე კომენტარი