ფასების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა
დღეს პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, როგორიცაა პურ-ფუნთუშეულის, ფქვილის, ტკბილეულის და სხვა. საუბარი ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების გარეშემო წარიმართება. კომისიის შემადგენლობაში 14 პირია. უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, სექტორი გაჯანსაღდება და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები შემცირდება. ოპოზიცია კი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და ფარსს უწოდებს.