ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა
რატომ არის მაღალი ფასნამატი სასურსათო პროდუქტებზე – პარლამენტის შესაბამისი კომისია სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელები მივიდნენ. განხილვის მთავარი თემა იყო წინა შეხვედრებზე მწარმოებლების მიერ დასახელებული ბარიერები, რაც იმპორტიორებმაც დაადასტურეს. განსაკუთრებული აქცენტი ქსელური მარკეტების მიერ დაწესებულ გადასახადებზე გაკეთდა. მომდევნო კვირას სწორედ მსხვილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს უნდა მოუსმინონ, რომლებიც მთავარ მოპასუხე მხარედ განიხილებიან. ფასების დარეგულირებაზე საპარლამენტო და სამთავრობო კომისიები მუშაობენ, პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციების მიღება იგეგმება.