ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა

21:05, 30.04.2026

არსებობს თუ არა სურსათზე, წამლებსა და საწვავზე ფასების შემცირების რესურსი – ორი თვის წინ შექმნილი საპარლამენტო კომისია მუშაობას ასრულებს და შემაჯამებელი დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება.

დასკვნა ხვალ დაიდება. მასში გაწერილი იქნება ის რეკომენდაციები, რომლებსაც დროებითი კომისია ფასების დასაწევად გასცემს. თებერვლის შემდეგ სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ ხმაურიან შეხვედრებზე ის ძირითადი ფაქტორები და გარემოებები გამოიკვეთა, რაც საზღვრიდან დახლამდე სასურსათო პროდუქციისა და მედიკამენტების ფასის ზრდას იწვევს. დამატებითი გადასახადები, საოპერაციო ხარჯები, ე.წ. ქეშბექი – როგორია ფასწარმოქმნის ჯაჭვი და უწევს თუ არა მომხმარებელს ხელოვნურად გაზრდილი თანხების გადახდა: დასკვნის წარდგენამდე ერთი დღით ადრე პარლამენტში ნავთობპროდუქტების სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ. ბოლო პერიოდში საწვავის ფასი საგრძნობლად არის მომატებული, რასაც ნავთობიმპორტიორებთან ერთად თავად კომისიის წევრებიც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ენერგოკრიზისს, კერძოდ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას უკავშირებენ.

არსებობს თუ არა საწვავის ფასის შემცირების რესურსი – დღევანდელ შეხვედრას შალვა სუმბაძე აშუქებდა.

მსგავსი