ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა 

21:11, 01.05.2026

ორთვიანი ხმაურიანი შეხვედრების შემდეგ 104-გვერდიანი დასკვნა მზად არის.

როგორ და სად ხედავს დროებითი საპარლამენტო კომისია სურსათზე, წამლებსა და საწვავზე ფასების შემცირების რესურსს: ბაზრის სტრუქტურული მოწყობა, არასაკმარისი გამჭვირვალობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობა, დამატებითი ხარჯები – ასეთია ძირითადი ფაქტორები, რითაც კომისია სურსათზე მაღალ ფასებს ხსნის და მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. მაღალი ფასების შემცირების ერთ-ერთ გზად რეგიონებში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების შექმნა განიხილება. დასკვნაში არაფერია ნათქვამი შესაძლო კარტერულ გარიგებებზე, რაზეც კომისიის შექმნამდე გარკვეული მინიშნებები კეთდებოდა. წერია, რომ საცალი ბაზრის მომგებიანობის მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. სტრუქტურული ცვლილებების გარეშე საკვებ პროდუქტებზე ფასების დაწევა შეუძლებელია – ასეთია დასკვნა. რაც შეეხება წამლებს და საწვავს, რეკომენდაციაა რეფერენტული წამლების ჩამონათვალის გაზრდა და საწვავის მარაგების მართვის გაუმჯობესება.

მსგავსი