ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა – პრემიერის გამოხმაურება

12:05, 03.05.2026

პრემიერ-მინისტრი ფასების შემცირების კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ეხმაურება. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კოორდინაციისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, რეალური შედეგის მიღწევა და პროდუქტების გაიაფება შესაძლებელია. მთავრობის მეთაურის თქმით, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათაზე ფასების შემცირება შესაძლებელი გახდეს. რაც შეეხება გრძელვადიან პროცესს, პრემიერის თქმით, გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ საკითხზე დისკუსიის წამოწყება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოსახლეობამ დეტალურად მიიღო ინფორმაცია ფასწარმოქმნის შესახებ.

მსგავსი