ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა – გამოხმაურებები

21:15, 01.05.2026

დასკვნას, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ, მწვავე კრიტიკა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებმაც კომისიის სხდომაზე დასკვნის პროექტს მხარი არ დაუჭირეს, გახარიას პარტიასთან ერთად „ხალხის ძალაცაა“, რომელიც მეტ კონკრეტიკას ითხოვს. საკმაოდ მძიმეა სხვა პოლიტიკური აქტორების შეფასებები. ოპოზიცია სურსათის, წამლების და საწვავის მაღალი ფასების მიზეზს სხვა ფაქტორებში ხედავს და დარწმუნებულია, რომ დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციები ფასების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ოპონენტების შეფასებით, კომისიის წევრებს ფასების შესამცირებლად არცერთი სწორი და კონკრეტული რეკომენდაცია არ შეუმუშავებიათ.

მსგავსი