ფასები სასურსათო პროდუქტზე

სასურსათო პროდუქციის ფასნამატებსა და ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ცნობილია, რომ პარლამენტში მუშაობის განახლებისთანავე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საკითხზე იმუშავებს. გარდა ამისა, კობახიძის ინიციატივით, უკვე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად პრემიერი უხელმძღვანელებს. შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან ჩართული.