ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე 

21:51, 04.05.2026

როგორ აისახება საკვები პროდუქტების დახლებზე საპარლამენტო კომისიის დასკვნა – ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ფასების გადახედვა დაიწყეს. ამ ნაბიჯს კომპანიები სოციალური პასუხისმგებლობით ხსნიან. ახალი საფასო პოლიტიკა ე.წ. საოჯახო კალათის, ანუ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე გავრცელდება, რომლებსაც მომხმარებლებს სპეციალური ფასებით შესთავაზებენ. გადაწყვეტილებას წინ ფასების დასაწევად შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მონიტორინგი, პარლამენტში მოსმენები და 104-გვერდიანი დასკვნა უძღოდა. კომისიამ დაასკვნა, რომ სურსათზე მაღალი ფასების მიზეზი ბაზრის სტრუქტურული მოწყობა, არასაკმარისი გამჭვირვალობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობა და დამატებითი ხარჯებია. ფასების შესამცირებლად კონკრეტული გზები და რეკომენდაციები მთავრობას უკვე გადაეგზავნა. რეკომენდაციების შესრულებით ფასების დაწევას არ ელოდება ოპოზიცია, რომელსაც პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა აქვს.

რა სისტემური ცვლილებებია მოსალოდნელი ფასების შესამცირებლად – შალვა სუმბაძე დეტალებით.

მსგავსი