ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე
შემცირდება თუ არა სამომხმარებლო ფასები? – პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნა ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა. ახლა მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე უნდა დაიწყოს. 104-გვერდიანი დასკვნა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან რეკომენდაციებს მოიცავს. დასკვნა კომისიის წევრებმა სამთვიანი მუშაობის შედეგად, გასულ კვირას წარმოადგინეს. საკითხს უკვე გამოეხმაურა ბიზნესის ნაწილი. საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ „საოჯახო კალათის“ ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე, მუდმივ რეჟიმში – სპეციალური, შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს – ოპოზიცია კომისიას ფარსს უწოდებს, რადგან მათი თქმით, ბოლო პერიოდში ფასები დაწევის ნაცვლად, საგრძნობლად იმატებს.