ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა 

ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა გამოჩნდა. როგორც რითეილ ასოციაციაში ამბობენ, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ „დეილი ჯგუფში“ შემავალი ქსელური მარკეტები, ასევე „ნიკორა“, „ლიბრე“, „კარფური“, „გუდვილი“, „აგროჰაბი“, „ზღაპარი“ და „უნივერსამი“. კალათა 10-15 სახეობის პროდუქტს მოიცავს და მარკეტები თავად განსაზღვრავენ, რა სააქციო ფასში შესთავაზებენ მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტს, შესაბამისად ფასები მარკეტების მიხედვით განსხვავებული იქნება. კალათაში შემავალი პროდუქტები უკვე განსაზღვრულია.

რას მოიცავს ე.წ. სოციალური კალათა და რა პროდუქტები შედის მასში – შალვა სუმბაძე დეტალებით.