ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა
კონკრეტული შედეგით დასრულებული კომუნიკაცია, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის.
ქსელურ მარკეტებში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე მუდმივი ფასდაკლება ამოქმედდა. ვიდრე, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა პრაქტიკაში განხორციელდება, მსხვილი მარკეტები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს 25-დან 50 %-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. საუბარია 15 სახის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე. „სოციალური კალათა“ მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად ყოველკვირეულად განახლდება. ქსელურ მარკეტებში უკვე განთავსებულია სპეციალური ნიშნები, რაც მყიდველს სააქციო დახლებისა და ფასდაკლებული პროდუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. შალვა სუმბაძე გვეტყვის, რომელ პროდუქტებზე ვრცელდება ფასდაკლება და რა პრინციპით განახლდება „სოციალურ კალათაში“ განთავსებული პროდუქცია.