ფასანაურის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტი
დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოსა და შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობების განახლება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 300 არაგველის ქუჩას და მოეწყობა ბულვარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების მოწესრიგება-განახლებას. გათვალისწინებული იქნება სარეაბილიტაციო ობიექტების ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები. წინასწარ ჩატარდება საპროექტო კვლევები, მომზადდება არქიტექტურული ესკიზები და დეტალური საპროექტო- ხარჯთაღრიცხვით დოკუმენტაცია, რის შემდეგაც კი სამშენებლო პროცესი დაიწყება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შესრულდება.