ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ფარული კადრების მოპოვება-შენახვის საქმეზე გელა ღურწკაიასა და ირაკლი ფხალაძეს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. გელა ღურწკაიას ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ირაკლი ფხალაძეს  – ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილს, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით, 2016 წელს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სულ ხუთი პირი დააკავა, მათ ბრალად 2016 წლის მარტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვა ედებოდათ. ორ დაკავებულს  – ინგა ჩატოიანსა და ირაკლი ხაჭაპურიძეს აღიარებითი ჩვენებების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.