ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

ზაალ ლატარიამ, ზურაბ სოლომნიშვილიმა, თემურ ირემაძემ და ანტონ ღლონტმა სასამართლო დარბაზი დატოვეს.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა განმარტა, ამის საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოებები გახდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 18 პირი დააკავეს.