ფარული აუდიოჩანაწერი და მიხეილ სააკაშვილის მოწოდება

ზუგდიდში დააანონსა მმართველმა გუნდმა ოპონენტების მხრიდან არეულობის საფრთხე. საარჩევნო პროცესი დილიდან მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნება“„ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. ბრალდებების გასამყარებლად სახელისუფლებო პარტიამ აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ მასალაში მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის გარემოცვის წევრები არჩევნების ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაში ვითარების გამწვავებაზე საუბრობენ. ჩანაწერი უკვე გადაეცა სამართალდამცავ უწყებას. ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრის დროს „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ვიდეომიმართვაზეც მიუთითებს, რა დროსაც ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს შეტევისკენ მოუწოდა.