ფარულ აუდიოჩანაწერებს პოლიტიკოსები აფასებენ

ფარულ აუდიოჩანაწერებს პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიციის ნაწილისთვის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ახალი მხოლოდ დეტალებია, ზოგადი შინაარსი კი, მათი თქმით, იგივე რჩება.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესაწირში ჩაგდებული თანხის შესახებ ინფორმაცია ამ ჩანაწერიდან გაიგო, თუმცა ამან მხოლოდ დაადასტურა ის, რომ ხორავას საქმის ირგვლივ უმაღლესი თანამდებობის პირები კონკრეტულ ადამიანებს ხელს აფარებდნენ.

უმრავლესობაში კვლავ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემისა და საქმის სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ. დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, მასალის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზაა საჭირო, სწორედ ამიტომ, ამ მოცემულობაში უფრო მეტი სწორედ გამოძიებამ უნდა ილაპარაკოს და არა პოლიტიკოსებმა.