ფართის დაკანონების მოთხოვნა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, სოფელ სალიბაურში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში რვა წლის წინ თვითნებურად შესახლებული 60-მდე ოჯახი ხელისუფლებისგან ფართების დაკანონებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებული და ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველია. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ათ დღეში ხელისუფლება არ მიიღებს მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას, აქციებს მთავრობის შენობასთან გამართავენ.