ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმი

18:40, 30.09.2026

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს. ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან, მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ იწყებს. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას თავსდება; ეფექტურია ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდიც – ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება.

მსგავსი