ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები

12:32, 23.04.2025

 დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 8 000-მდე სპეციალური ხაფანგის განთავსება; მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე. ღონისძიებები, მუნიციპალიტეტების მიხედვით, მონიტორინგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება.

მსგავსი