ფარმან ჯეირანლის ადვოკატების განცხადება

კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი დირექტორის გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებენ მისი ადვოკატები.

მსჯავრდებულ ფარმან ჯეირანლის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და მსჯავრდებულს ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან.

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, იგი უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ფარმან ჯეირანლის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თაღლითობის ბრალდებით მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულის მოთხოვნით ორ პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, ორივე მათგანი გარდაიცვალა. ოპერაციების სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა.

მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს, პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.