ფარმაცევტული რეფორმის შედეგები

რეცეპტების გამოწერის ელექტრონული წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის თავზე, რეფორმის პირველი შედეგები ცნობილია. გამოწერილია მილიონნახევარზე მეტი ელექტრონული რეცეპტი. სტატისტიკის მიხედვით ირკვევა ისიც, რომ პაციენტების უმეტესობამ წამლის შეძენისას არჩევანი სწორედ გენერიკულ მედიკამენტებზე გააკეთა. გენერიკი ძვირადღირებული მედიკამენტის იაფი ანალოგია, რომელსაც მკურნალობის პროცესში ორიგინალი წამლის იდენტური მოქმედება აქვს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის საჭირო წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჭარბი მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკასთან ბრძოლა იყო.   ჯანდაცვის უწყებაში მიღებულ შედეგს დადებითად აფასებენ.