სურსათის შემდეგ წამლები – მთავრობა ბიზნესთან ერთად მედიკამენტების ფასების შემცირების გზების ძიებას იწყებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენლებს მოუსმინეს. სექტორი თანხმდება, რომ ფასების გადახედვის და კლების რესურსი არსებობს. აქცენტი იმ 4 000-მდე წამალზე კეთდება, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ ვრცელდება. ფარმაცევტულმა კომპანიებმა ახლა მთავრობას წერილობით უნდა წარუდგინონ წინადადებები, თუ როგორ ესახებათ ფასების შემცირება და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ამ შეთანხმებით დასრულდა პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც 25 კომპანია იყო წარმოდგენილი. როგორ ესახება კომისია მედიკამენტების გაიაფება ისე, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ დაირღვეს და მოსალოდნელია თუ არა გარკვეული რეგულაციების გადახედვა ან ახალი რეგულაციების ამოქმედება – მთავრობის პოზიციაა, რომ აფთიაქებში გასაყიდი პროდუქციის ნაწილზე ფასები ევროპულთან შედარებით თითქმის ნახევარჯერ მეტია.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, რა მექანიზმებით ესახება ხელისუფლებას და სააფთიაქო ქსელს წამლების გაიაფება.