ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება 

პრობლემა, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა – წამლების მკვეთრად გაზრდილი ფასები ახლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რის დასაძლევადაც უახლოეს პერიოდში ახალი რეგულაციებია დაანონსებული.

კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ფარმაცევტული ბაზრის ხუთწლიანი კვლევის შემდეგ მომზადებული შუალედური დასკვნის საფუძველზე უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის შექმნაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებიც მონაწილეობენ. ექიმებსა და ცალკეულ აფთიაქებს შორის შესაძლო გარიგებები, ჭარბი წამლების გამოწერა და ჰოლდინგების არსებობა, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს ფლობს – ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ბაზრის შესწავლის შემდეგ გამოკვეთა.