ფარცხალაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

18:13, 30.12.2025

ყოფილ გენერალური პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი, ბრალდებას არ აღიარებს. პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატი კი – მისი დაცვის ქვეშ მყოფის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. პროკურორის ინფორმაციით, საქმეში რუსეთში ორი მოქალაქის ჩვენება დევს, რომლებიც ფარცხალაძესა და მოკლულ ჯანგველაძეს შორის, ბიზნესდავაზე საუბრობენ. ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განაცხადებით, საქმეში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდების მხარე ფარცხალაძეს  ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება.  დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  პროცესს არ დასწრებია თავად ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით, ის რუსეთში იმყოფება. პროკურორის განცხადებით, ფარცხალაძეზე ძებნა ჯერ ქვეყნის, შემდეგ კი – საერთაშორისო მასშტაბით გამოცხადდება.

მსგავსი