გილაურის მიერ დაქირავებული კომპანია - FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 600 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულების მიხედვით, დაქირავებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, უზრუნველყოს აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება ამერიკისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.

„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს კომპანიას, ჯამში, 600 000 დოლარი. კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა. კომპანიის მხრიდან ხელმომწერია კარლოს ტრუხილიო, რომელიც 2018 წლიდან 2021 წლამდე კომპანია The Organization of American States-ის წარმომადგენელი იყო.