„ფარას“ დოკუმენტები – შეფასება
„ფარა“-ს დოკუმენტები კვლავ ყურადღების ცენტრშია – ამჯერად, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობირებისთვის გადახდილ თანხებზე. გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული ჰყავდა კომპანია „ნელსონ მალინსი“, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე აწარმოებს კამპანიას საქართველოს შესახებ. მიზანი, საქართველოსა და „მეგობარი აქტის“ შესახებ კონკრეტულ მედიასაშუალებებში კრიტიკული სტატიებისა და სიუჟეტების გამოქვეყნებაა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტურ კომპანიებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვის მიზნით ქირაობს.