პოლიტიკურ სპექტრში „ფაქტ-მეტრის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას აფასებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს საერთაშორისო სანქციები არ დაურღვევია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, ამტკიცებენ, რომ ამის მიღმა არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და მითითებები დარღვევების შესახებ. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით კი ხელისუფლებას აქვს ერთმნიშვნელოვნად მკაფიო პოზიცია, რომ საქართველო ვერ იქნება საერთაშორისო სანქციების დამრღვევი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, „ფაქტ-მეტრი“ სიმართლედ აფასებს. დასკვნის მიხედვით, სანქციების დარღვევის კონკრეტული შემთხვევა არ გამოვლენილა და არც ბრალდების დამადასტურებელი ირიბი მტკიცებულებები არსებობს.