ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც, ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნულ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის იყო განკუთვნილი.
შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე