„ფაიზერის“ „ბუსტერული“ დოზით აცრა დამტკიცდა აშშ-ში

65 წელს ზემოთ, „ფაიზერის“ ე.წ. ბუსტერის გაკეთების ნებართვა გასცა აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ. მოქალაქეები ვაქცინის მესამე დოზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მეორე ვაქცინაციიდან სულ მცირე 6 თვე არის გასული. ბუსტერულ დოზას ასევე მიიღებენ ის ზრდასრულები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან. ე.წ. ბუსტერული მესამე დოზა ახლა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ საკითხზე მრჩეველთა საბჭო შეხვედრას დღეს გამართავს.