„ფაიზერგეითის“ სკანდალი - კენჭისყრა ევროპარლამენტში 

ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას შეინარჩუნებს.

ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ჩავარდა. ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. 175 მომხრე, 360 წინააღმდეგი – წინადადებას შემდგომი პროცედურები აღარ მოჰყვება, რადგან უნდობლობის გამოსაცხადებლად მინიმუმ 357 მომხრე იყო საჭირო. რუმინელი ევროპარლამენტარი ულტრამემარჯვენე პარტიიდან საკუთარ მოთხოვნას ევროკომისიის იმ პოზიციით ასაბუთებდა, რომლითაც ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის „კოვიდ 19“-ის პანდემიის დროს ვაქცინების შეძენის კონტრაქტებთან დაკავშირებული მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი თქვეს. ულტრამემარჯვენე დეპუტატს ლაიენის მიმართ სხვა ბრალდებებიც აქვს, მათ შორისაა ბრალდებები კორუფციის და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესახებ. ექნება თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენის გარშემო აგორებულ სკანდალს გაგრძელება და როგორია ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართ განწყობები ევროპარლამენტში – თამთა რუხაძე დეტალებით.