ფადი ასლი კომპანია „ომეგას“ ბრალდებებს პასუხობს

ფადი ასლი კომპანია ომეგას ბრალდებებს პასუხობს.

საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ომეგას ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი განმარტებით, სამართლებრივი დავა ბრითიშ ამერიქან თობაქოსა და ომეგას შორის არანაირად უკავშირდება ტელეკომპანია იბერიას.

ფადი ასლი მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟის ატეხვით კომპანიამ თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. საკითხს ამერიკის სამრეწველო პალატის თავმჯდომარეც ეხმაურება. კომპანია ომეგაში კი დღეს კომენტარი აღარ გაუკეთებიათ.