ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე

ეყოლება თუ არა “ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე? როგორც პირველი არხის ეთერში  ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა, მისი პოზიციაა, გუნდმა ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კანდიდატი ვერ მოიძებნება, პოსტისთვის ოპოზიციამ იბრძოლოს.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, რომელსაც ქეთი ქაშაკაშვილი გაგვაცნობს.