ევროვიზია 2026-ზე საქართველოს სახელით „ბზიკები“ წარდგებიან

ევროვიზია 2026-ზე საქართვლოს სახელით „ბზიკები“ წარდგებიან. პირველმა არხმა გადაწყვეტილება მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ, გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის სიმღერით საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები, 2008 წელს გახდნენ. დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი სცენაზე, საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ისევ გამოჩნდა და დიდი ოვაციები დაიმსახურა.

ევროვიზია 2026, ვენაში მაისში გაიმართება. „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს იმღერებენ.