მზადება „ევროვიზია 2026“-სთვის
ევროვიზიამდე რამდენიმე კვირა რჩება. 2008 წლის პირველი ქართველი გამარჯვებულები და 2026 წელს საქართველოს წარმომადგენლები – ჯგუფი „ბზიკები“ ვენაში გამგზავრებისთვის ემზადებიან.
სწორედ ავსტრია უმასპინძლებს წელს ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კონკურსს. მანამდე კი ქართველი კონკურსანტები „თბილისი მოლში“ მაყურებელს შეხვდებიან და გამგზავრების წინ კონცერტს მართავენ. ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალში, 12 მაისს შტადჰალეს დარბაზში იმღერებენ.
მარიკა შალიკაშვილის ჩართვა #მოამბე #ევროვიზია2026