ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს

არჩევანი გაკეთებულია – წელს საქართველოს ევროვიზიაზე 22 წლის მარიამ შენგელია წარმოადგენს.

„თავისუფლება“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ქართველი კონკურსანტი შეასრულებს. კახა ბუხრაშვილის მიერ ეროვნულ მოტივებზე გადაღებულ ვიდეო რგოლში ანსამბლი „ერისიონი“ და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მონაწილეობს. წელს ევროვიზიის კონკურსი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.