ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი, 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო. კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში. ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა. წლევანდელ კონკურსზე საქართველო მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.