ევროვიზია 2025

რამდენიმე საათი რჩება ევროვიზიის რიგით 69-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურამდე, სადაც საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია იმღერებს.

მარიამი სცენაზე ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად, მეათე ნომრად გამოვა და სიმღერას, freedom შეასრულებს. დღევანდელ ნახევარფინალში 16 ქვეყანა მონაწილეობს, მაყურებელი მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს.

შვეიცარიაში, ბაზელშია „მოამბის“ ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი, რომელიც ახლა „სეინტ იაკობს ჰალედან“ შემოგვიერთდება, სადაც კონკურსი მიმდინარეობს.